ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

1/16 ფინალების მორიგი დღე - ინგლისი, ბელგია და მასპინძელი აშშ
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

1/16 ფინალების მორიგი დღე - ინგლისი, ბელგია და მასპინძელი აშშ

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჩემპიონატზე 1/16 ფინალები გრძელდება.


დღეს საქმეში ინგლისის ნაკრები, ბელგიის ნაკრები და მასპინძელი აშშ ჩაერთვებიან.


ინგლისი - კონგო [20:00]


ჯგუფური ეტაპის სტაბილური 7 ქულით ჩამთავრების შემდეგ, ინგლისს პლეი-ოფში გზად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეხვდა, რომელმაც პორტუგალიისა და კოლუმბიის ჯგუფიდან 4 ქულით, მესამე ადგილით შეძლო გასვლა. აფრიკელებმა სენსაციურად პორტუგალიასთან არ წააგეს, კოლუმბიასთანაც მინიმალურად დამარცხდნენ, გადამწყვეტ მატჩში კი უზბეკეთს მოუგეს და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს.


ინგლისმა ხორვატიასთან ლაღი და შემტევი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა შემდეგ თავის ჩვეულ რელსებს დაუბრუნდა - ჯერ უგოლო ფრე განასთან, შემდეგ კი პანამასთან გამარჯვება.


ინგლისსა და პანამას შორის ეს პირველი დაპირისპირება იქნება ისტორიაში.


ამ წყვილში გამარჯვებული 1/8 ფინალში მექსიკას დაუპირისპირდება, რომელმაც ეკვადორი დაამარცხა.


ინგლისი: პიკფორდი - სპენსი, კონსა, გეჰი, ო'რაილი - ანდერსონი - საკა, რაისი, ბელინგემი, რეშფორდი - კეინი


კონგო: მპასი-ნზაუ - მასუაკუ, კაპუადი, მბემბა, ტუანზებე, ვან-ბისაკა - მბუკუ, მუტუსამი, სადიკი - ბაკამბუ, ვისა.


ბელგია - სენეგალი [23:59]


ბელგიამ ამ მუნდიალზე ფორმაში შესვლას დიდი დრო მოანდომა - საწყის ორ ტურში ორი ფრის შემდეგ, ბოლო ტურში, როცა ჩარჩენის საშიშროება დადგა, გუნდმა ახალი ზელანდია 5:1 გაანადგურა და ჯგუფში პირველი ადგილი გაიფორმა.


სენეგალი კი ე.წ. „სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა და პირველ ორ ტურში ორ ფავორიტთან დამარცხდა - ჯერ საფრანგეთთან, შემდეგ ნორვეგიასთან. თუმცა, ბოლო ტურში ერაყის 5:0 განადგურებით კარგი ბურთების ბალანსი შეიქმნა და მესამეადგილოსნებში ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც 3 ქულით შეძლო პლეი-ოფში გასვლა.


ინგლისისა და კონგოს მსგავსად, აქამდე არც ბელგიის და სენეგალის გზები გადაკვეთილა ოდესმე.


ამ წყვილში გამარჯვებული აშშ-სა და ბოსნია და ჰერცეგოვინას წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


ბელგია: კურტუა - კასტანი, ნგოი, მეშელე, დე კუიპერი - ტილემანსი, ვანაკენი - დოკუ, დე ბრუინი, ტროსარი - დე კეტელარე


სენეგალი: მენდი - დიუფი, ნიახატე, სეკი, დიატა - კამარა, ი. გეიე, პ. გეიე - მანე, სარი, ნდიაიე.


აშშ - ბოსნია და ჰერცეგოვინა [04:00]


პირველ ორ ტურში ორი დამაჯერებელი მოგებით პირველი ადგილის განაღდების შემდეგ, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში აშშ უკვე გავარდნილ თურქეთთან დამარცხდა და მაურისიო პოჩეტინოს პრესკონფერენციაზე დიდხანს მოუწია თავის მართლება, თუ რატომ არ იყო ეს წაგება მნიშვნელოვანი და რატომ ჰქონდა მას რეალურად საქმე მოსალოცად. ეს კი ნამდვილად ასე იყო - ჯგუფურ ეტაპზე მასპინძელმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ბადის გათვალისწინებით, მინიმუმ 1/4 ფინალი რეალურად მოსჩანს.


ბოსნიამ კი კანადასთან ფრითა და ბოლო ტურსი კატართან გამარჯვებით შეძლო ჯგუფიდან გასასვლელი 4 ქულის მოპოვება. შუაში შვეიცარიასთან განადგურებაც იყო, თუმცა რაც არ უნდა იყოს, ბოსნიელებმა დაამტკიცეს, რომ იტალიის გამოგდება პლეი-ოფში და მსოფლიოზე მოხვედრა შემთხვევითობა არ ყოფილა.


აშშ: ფრისი - ფრიმენი, რიჩარდსი, რიმი, რობინსონი - ადამსი, ტილმანი - დესტი, მაკკენი, პულისიჩი - ბალოგუნი


ბოსნია-ჰერცეგოვინა: ვასილი - კოლაშინაცი, მუჰარემოვიჩი, კატიჩი, დედიჩი - ალაიბეგოვიჩი, შუნიჩი, ბაშიჩი, ბაირაქტარევიჩი - ჯეკო, დემიროვიჩი.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

bosnia-&-herzegovina
england
მსოფლიო ჩემპიონატი
senegal
usa
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

იაპონიის ნაკრების პლეი-ოფების წყევლა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

იაპონიის ნაკრების პლეი-ოფების წყევლა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

3 ფაქტორი, რომელიც ესპანეთს ჩემპიონობაში შეუშლის ხელს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

3 ფაქტორი, რომელიც ესპანეთს ჩემპიონობაში შეუშლის ხელს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ტუხელის რთული არჩევანი - საკადრო კრიზისი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ტუხელის რთული არჩევანი - საკადრო კრიზისი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიმფსონებმა მუნდიალის ფინალი იწინასწარმეტყველა?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიმფსონებმა მუნდიალის ფინალი იწინასწარმეტყველა?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

3 სთ წინ

იაპონიის ნაკრების პლეი-ოფების წყევლა

News image

19 წთ წინ

3 ფაქტორი, რომელიც ესპანეთს ჩემპიონობაში შეუშლის ხელს

News image

1 სთ წინ

ტუხელის რთული არჩევანი - საკადრო კრიზისი

News image

14 წთ წინ

სიმფსონებმა მუნდიალის ფინალი იწინასწარმეტყველა?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება