ეროვნული ლიგის 2026 წლის დებიუტანტმა, სპაერმა თურქულ შეკრებაზე ერთ დღეში 2 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ორივე მოიგო.
აზუკა კიღურაძის გუნდმა ჯერ უზბეკურ ლოკომოტივ ტაშკენტს 3:1 აჯობა, შემდეგ კი კიდევ ერთი უზბეკური კლუბი ფახთაქორი 4:3 დაამარცხა.
დღევანდელ მატჩამდე, 15 თებერვალს, თბილისელებმა კიდევ ერთი ამხანაგური თამაში ყირგიზულ ილბირსთან ჩაატარეს და 1:1 დაასრულეს.
საქართველოს თასის 2024 წლის გამარჯვებული ეროვნული ლიგის ახალ სეზონს 28 თებერვალს, ტორპედო ქუთაისთან გასვლითი მატჩით იწყებს.