ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes შეადგინა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი, სადაც გაანალიზდა მათი შემოსავლები როგორც სპორტში (ხელფასები, ბონუსები, პრიზები, იმიჯური უფლებები), ისე სპორტის ფარგლებს გარეთ (სპონსორული კონტრაქტები, ბიზნესში მონაწილეობა და სხვა გარიგებები).
ავტორებმა დაადგინეს სპორტსმენების სავარაუდო შემოსავლის დონე 2025/26 სეზონის მიხედვით, ხოლო ლიონელ მესის შემთხვევაში, რომელიც მლს-ში გამოდის, გათვალისწინებულია კალენდარული 2025 წლის სეზონი.
პირველი ადგილი დაიკავა კრიშტიანუ რონალდუმ. მისი ხელფასი ალ-ნასრში შეფასებულია 230 მილიონ დოლარად, ხოლო სხვადასხვა კომპანიებთან – მათ შორის Nike-თან, Binance-თან და Herbalife-თან სპონსორული შეთანხმებებიდან მიღებული საერთო შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 50 მილიონ დოლარს.
ტოპ 10 ასე გამოყურება:
1. კრიშტიანუ რონალდუ – 280 მილიონი დოლარი (239 მილიონი ევრო)
2. ლიონელ მესი – 130 მილიონი დოლარი (111 მილიონი ევრო)
3. კარიმ ბენზემა – 104 მილიონი დოლარი (89 მილიონი ევრო)
4. კილიან მბაპე – 95 მილიონი დოლარი (81 მილიონი ევრო)
5. ერლინგ ჰოლანდი – 80 მილიონი დოლარი (68 მილიონი ევრო)
6. ვინისიუს ჟუნიორი – 60 მილიონი დოლარი (51 მილიონი ევრო)
7. მოჰამედ სალაჰი – 55 მილიონი დოლარი (47 მილიონი ევრო)
8. სადიო მანე – 54 მილიონი დოლარი (46 მილიონი ევრო)
9. ჯუდ ბელინგემი – 44 მილიონი დოლარი (38 მილიონი ევრო)
10. ლამინ იამალი – 43 მილიონი დოლარი (37 მილიონი ევრო)