ოლივიე ჟირუს სურს, რომ კილიან მბაპემ მისი ნაკრებში გოლების რეკორდი 2026 წლის მუნდიალზე დაამხოს.
ამ ეტაპზე ჟირუ საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 57 გოლით, მეორე ადგილს კილიან მბაპე იკავბეს 53 გოლით.
- თქვენი რეკორდი ნაკრებში თითქმის სამი წელია მყარად დგას. იფიქრებდით, ამდენ ხანს რო დარჩებოდით პირველზე?
არა. არ მეგონა. ცოტა მარკ ლიბრუს გავაკრიტიკებ, რომელიც ამბობდა, რომ მბაპე ამ რეკორდს წინა შობისთვის დაამხობდა. მაგრამ ახლაც პირველზე ვარ.
- ანუ გინდათ, რომ კიდევ ერთი შობა გაატაროთ პირველ ადგილზე?
მინდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ მბაპემ პირველობა მომდევნო მუნდიალზე წამართვას.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად წინ შეუძლია მბაპეს წასვლა, როცა გადაგასწრებს?
27 წლის იქნება, ასე რომ თუ კიდევ 5-6 წელი ითამაშებს წელიწადში 10-12 სანაკრებო მატჩს, შეუძლია 100-მდე ავიდეს. იმედია, კილიანი რამდენიმე თვეში გადამასწრებს, მაგრამ არც ისე მალე." - აღნიშნა ლილის ფორვარდმა.