კილიან მბაპეს მონაწილეობა ხეტაფესთან 19 ოქტომბრის მატჩში ეჭვქვეშ დგას.
ფრანგმა ფეხბურთელმა კოჭი ვილიარეალთან 4 ოქტომბრის მატჩში დაიზიანა, თუმცა დისკომფორტის მიუხედავად ნაკრებში მაინც გაემგზავრა და აზერბაიჯანთან ძირითადში ითამაშა, სადაც ტრავმა გაიმიზეზა და შეცვლა ითხოვა.
მადრიდში დაბრუნების შემდეგ, ექიმებმა მას კვლევა ჩაუტარეს, რომელმაც სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩინა და მისი მონაწილეობა უახლოეს მატჩებში ეჭვქვეშ არ დამდგარა.
თუმცა, ფრანგული L'Equipe-ს ცნობით, მბაპე კოჭში დისკომფორტს დღემდე განიცდის და მისი მონაწილეობა ხეტაფესთან მატჩში ეჭვქვეშ დგას.
ხვალ ფეხბურთელი გუნდთან ერთად ივარჯიშებს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, არის თუ არა მზად ფრანგი ხეტაფესთან მატჩში მონაწილეობისთვის.
ნებისმიერ შემთხვევაში, რეალი რისკზე წასვლას არ აპირებს, რადგან წინ ურთულესი კალენდარი აქვს - 22 ოქტომბერს გუნდი იუვენტუსს, 26-ში კი ბარსელონას უმასპინძლებს.