კილიან მბაპემ კარლო ანჩელოტისა და ჩაბი ალონსოს შორის განსხვავებებზე ისაუბრა.
"ისინი ორი განსხვავებული ადამიანები არიან, რომლებმაც სხვადასხვა გამოცდილება მიიღეს. ანჩელოტი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მწვრთნელი, რომელსაც სიხარული მოაქვს გასახდელში. ის ყოველთვის ახლოსაა მოთამაშეებთან და მუდამ ცდილობს დახმარებას.
ჩაბისაც ძალიან სურს დაეხმაროს ყველას, მაგრამ ის უფრო ახალგაზრდა მწვრთნელია - ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ მეტი უნდა რომ დაამტკიცოს, ვიდრე კარლოს. კარლოს არაფრის დამტკიცება აღარ სჭირდება!
ჩაბი ბევრად უფრო ახალგაზრდაა და შესამჩნევია, რომ სურს საკუთარი თავის დამტკიცება და წარმატების მიღწევა რეალთან ერთად.“ - განაცხადა ფრანგმა.
მბაპე: "რეალს ბენზემა, კრიშტიანუ და ბეილი ჰყავდა, სკამზე ყოფნა არ მინდოდა"