2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა პარიზში აზერბაიჯანი 3-0 დაამარცხა.
VIDEO: მბაპეს ბრწყინვალე გოლი - საფრანგეთმა აზერბაიჯანი დაამარცხა
ფრანგების მხრიდან ბრწყინვალე გოლი გაიტანა კილიან მბაპემ, რომელმაც მატჩის ბოლოსკენ ტრავმაც მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
მბაპე ამ სანაკრებო შესვენებაზე ფრანგების მეორე შეხვედრაში ისლანდიის წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ მიიღებს და მადრიდში დაბრუნდება.
რეალს სანაკრებო შეკრებიდან ნაადრევად დაუბრუნდება ფრანკო მასტანტუონოც, რომელსაც კუნთი აწუხებს და არგენტინის ნაკრებში თამაშს უახლოეს მატჩში ვერ შეძლებს.