კილიან მბაპემ ის მომენტი გაიხსენა, როცა მონაკოს ტოვებდა და რეალში გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდა.
"როცა თვრამეტი წლის ასაკში მონაკოდან წავედი, ნათლად მქონდა სურვილი, მეთამაშა... მადრიდის რეალს კი ბენზემა, კრიშტიანუ და ბეილი ჰყავდა. არ მინდოდა სკამზე ვყოფილიყავი.
ყველა ევროპულმა კლუბმა მითხრა, რომ მათ გუნდში ვითამაშებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ რეალში ყველა მატჩში ვერ ვითამაშებდი.
რა თქმა უნდა, რეალში თამაშის მქონდა ოცნება, მაგრამ რეგულარულად თამაში დიდი პატივია. მომეცა შესაძლებლობა, მეთამაშა სახლში, პარიზში და ეს ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო.
შვიდი მშვენიერი წელი. შენი ქალაქის სახელით თამაში განსაკუთრებული სიამაყეა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ მქონდა რეალში თამაშის ოცნება, რადგან ეს ბავშვობიდან მომყვებოდა. ეს გასულ წელს ავისრულე. ძალიან ბედნიერი ვარ." - განაცხადმა ფრანგმა.