მადრიდის რეალის ვარსკვლავი, კილიან მბაპე Movistar Plus-ს ესაუბრა. ერთ-ერთი კითხვა ლამინ იამალის შესახებ დაუსვეს:
"ცხადია, რომ მას ფეხბურთისადმი დიდი გატაცება აქვს და ეს ერთადერთი რამაა, რისი დაკარგვაც არ შეიძლება. დანარჩენი მისი პირადი ცხოვრებაა. თავი უნდა დავანებოთ და მარტო დავტოვოთ. ფეხბურთში ის შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ ცხოვრებაში ის უბრალოდ 18 წლის ბავშვია. ამ ასაკში ყველა უშვებს შეცდომებს. რაღაცებს ხან სწორად აკეთებ, ხან არასწორად.
საბოლოოდ, მას ცხოვრებისეული გამოცდილება ექნება. ის გაიგებს, რა არის მისთვის კარგი. თქვენ უნდა უყურებდეთ იმას, რასაც მოედანზე აკეთებს, ის, რასაც აკეთებს მოედნის გარეთ, არ არის მნიშვნელოვანი, თუ ეს რამე სერიოზულ თემას არ ეხება. დიდი ნიჭი აქვს და გაჰყვება იმ გზას, რაც თავად სურს. წარმატებებს ვუსურვებ", - აღნიშნა მბაპემ.