ედენ აზარმა დაასახელა საუკეთესო დრიბლიორები, რომელიც საფეხბურთო მოედანზე უნახავს.
„ჰატემ ბენ არფა და გაელ კაკუტა - საუკეთესო დრიბლიორები არიან, ვინც ოდესმე მინახავს.
შესაძლოა, მათ კარიერაში არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, რაღაცებს ალბათ ნანობენ კიდეც, მაგრამ ისტორიას ვერ გადაწერ.
ეს არიან ფეხბურთელები, რომლებიც მაიძულებდნენ მეოცნება.
დღევანდელ ფეხბურთში გამორჩეული დრიბლიორები არც ისე ბევრი დარჩა, მაგრამ გვაქვს რაიან შერკის, ჟერემი დოკუს, დეზიდე დუეს და რა თქმა უნდა, ლამინ იამალის მაგალითები." - აღნიშნა რეალის და ჩელსის ექს-ფეხბურთელმა.