ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ლამინ იამალზე დასმულ კითხვას გაბრაზებულმა უპასუხა.
„მე ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. ახლაც და ყოველთვის - მხოლოდ სიმართლეს. თქვენ ოდესმე გითამაშიათ ფეხბურთი? გითამაშიათ ტკივილით ან დისკომფორტით?
რას ნიშნავს ეს? რომ დისკომფორტი და ტკივილები ჩვეულებრივია, ნორმალური რაღაც და იმ მომენტში მას არ მიუნიშნებია რაიმე ტკივილზე.
რაც მოხდა არის ის, რომ მატჩის შემდეგ მან სხვა დისკომფორტი იგრძნო. მაგრამ მანამდე არაფერი ყოფილა და ამას სამედიცინო შტაბი უფრო კარგად ახსნის, ვიდრე მე, რადგან სამედიცინო დეტალებში არ ვერევი.
მე ვლაპარაკობ ფეხბურთის თამაშის რეალობაზე. არ მახსოვს დღე, არც როგორც მოთამაშეს, არც როგორც მწვრთნელს, 18-წლიანი კარიერის განმავლობაში, როცა დისკომფორტის გარეშე ვყოფილიყავი. ეს ნორმალურია.
ჩვენმა ექიმებმა ახსნეს, მეც ავხსენი და სწორედ ეს მოხდა, მეტი არაფერი. მატჩის შემდეგ იგრძნო დისკომფორტი? ალბათ კი, არ ვიცი, როგორც ჩანს ასეა, მეტი არაფერი.“ - განაცხადა ფურია როხას თავკაცმა.
ესპანეთის ნაკრების განაცხადი საქართველოსთან მატჩისთვის