ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრების განაცხადი დაასახელა საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის.
ესპანეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე საქართველოს 11 ოქტომბერს მიიღებს, 14-ში კი ბულგარეტს ესტუმრება.
მეკარეები: დავიდ რაია (რასენალი), ალექს რემირო (სოსიედადი), უნაი სიმონი (ბილბაო)
მცველები: მარკოს ლიორენტე, რობინ ლე ნორმანი (ორივე ატლეტიკო), პაუ კუბარსი (ბარსელონა), დინ ჰაუსენი (რეალი), პედრო პორო (ტოტენჰემი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი), მარკ კუკურელია (ჩელსი), დანი ვივიანი (ბილბაო)
ნახევარმცველები: მიკელ მერინო, მარტინ სუბიმენდი (ორივე არსენალი), ალეიშ გარსია (ლევერკუზენი), როდრი (მან სიტი), პედრი, დანი ოლმო (ორივე ბარსელონა), ალექს ბაენა, პაბლო ბარიოსი (ორივე ატლეტიკო)
თავდამსხმელები: ფერან ტორესი, ლამინ იამალი (ორივე ბარსელონა), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), იერემი პინო (კრისტალ პალასი), ხესუს როდრიგეს კარაბალიო (კომო), სამუ ომოროდიონი(პორტუ), ხორხე დე ფრუტოსი (რაიო ვალეკანო).
წინა სანაკრებო პაუზაზე იამალმა ტრავმა მიიღო, რომლისგანაც სულ ეს-ესაა დაბრუნდა და ბარსელონას სურდა, 18 წლის შემტევი ნაკრებში არ გამოეძახებინათ. თუმცა, დე ლა ფუენტემ ეს მაინც გააკეთა.