ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"როგორც მწვრთნელმა, რეალობას თვალი უნდა გავუსწორო" - სანიოლის პრესკონფერენცია ოქტომბრის მატჩების წინ
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"როგორც მწვრთნელმა, რეალობას თვალი უნდა გავუსწორო" - სანიოლის პრესკონფერენცია ოქტომბრის მატჩების წინ

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოქტომბრის მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.


„რა თქმა უნდა, შემტევებისთვის მნიშვნელოვანია გოლების გატანა. თუმცა, ფეხბურთში მხოლოდ შეტევა არ არის მნიშვნელოვანი, არამედ დაცვაც. ჩვენ კი ბოლო დროს განსაკუთრებით დაცვაში გარკვეული გამოწვევები გვქონდა, სადაც თაობათა ცვლა მიმდინარეობს. ამიტომაც, ახლა ჩემი მოვალეობაა, სწორი ბალანსი ვიპოვო.


რა თქმა უნდა, რაც უფრო თავდაჯერებულია ფეხბურთელი, ეს უფრო გვეხმარება. კარგია, რომ მიქაუტაძე კარგ ფორმაშია, ვილიარეალმა მასში ძალიან დიდი თანხა გადაიხადა და ჩვენთვის კარგია, რომ ფორმაშია.


როდესაც ესპანეთსა და თურქეთთან გასვლაზე უნდა ითამაშო, საუბარი ძნელია, განსაკუთრებით ესპანეთზე, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. ჩვენი მიზანი კვლავ წინსვლა და განვითარებაა. თუ ამას შევძლებთ, შედეგებიც სასურველი იქნება.


დოლტმურზიევს რაც შეეხება, ყველა კანდიდატს ვაკვირდებით, ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ამ ეტაპზე ნაკრების წევრად არ განიხილება. გაგუას ივნისში დავაკვირდით და ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე არაა საკმარისი ის, რაც ვნახეთ. ნაკრებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა და გარკვეული თვისებები საჭიროა. თავად მოთამაშეების პასუხისმგებლობაა, დაგვიმტკიცონ, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ.


ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ეროვნული გუნდის განვითარება, თუმცა ამავდროულად შედეგების მნიშვნელობასაც ვაცნობიერებ. ასეთი მაღალი დონის თამაშები მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა დავინახოთ, რა ეტაპზე ვართ. კონკრეტული შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მოგება ან წაგება მხოლოდ მწვრთნელის პასუხისმგებლობა არ არის. ჩემი მიზანია, რომ საქართველოს ნაკრებმა აჩვენოს, რომ მაღალი დონის გუნდია. ისაუბრონ ჩვენზე, როგორც რთულ მეტოქეზე.


კიტეიშვილზე არაერთხელ მისაუბრია და ყოველთვის აღვნიშნავთ მის მნიშვნელობას. გოლი, რომელიც გუშინ გაიტანა, მეტ თავდაჯერებას შესძენს. შემიძლია გითხრათ, რომ უფრო მშვიდად მძინავს, როცა ვიცი, რომ ის კარგად არის და სათამაშოდ მზადაა.


ჩაკვე რთულ სიტუაციაშია, მოგეხსენებათ, 7 თვეა არ უთამაშია. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს, მარტის მატჩებისთვის მზად იქნება. ყველამ იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლია.


ფაქტია, რომ დაცვაში ბევრი პრობლემა და გამოწვევა გვაქვს. საზონოვი არ თამაშობს, ხვადაგიანს ტრავმა აქვს, ლოჩოშვილს - დისკვალიფიკაცია, ბევრი ფეხბურთელი ფორმაში არაა. ჩემთვის იდეალური მდგომარეობა არ არის, მაგრამ როგორც მწვრთნელმა, რეალობას თვალი უნდა გავუსწორო და უნდა ვეცადო იმ რესურსით მივაღწიოთ სასურველ შედეგს, რომელიც გვაქვს.


გოჩოლეიშვილისთვის დიდი გამოწვევაა ისეთ კლუბში თამაში, როგორიც ჰამბურგია, რომელსაც დიდი ტრადიცია აქვს. ბუნდესლიგა უმაღლესი დონის ჩემპიონატია და ახალგაზრდა მოთამაშეებისთვს მნიშვნელოვანია ამ დონის ჩემპიონატში ასპარეზობა“, - თქვა სანიოლმა.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
ქართული ფეხბურთი
საქართველო
ვილი სანიოლი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

პარი სენ-ჟერმენს კვარაცხელიას ნაკრებში გაშვება არ სურს - AS

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პარი სენ-ჟერმენს კვარაცხელიას ნაკრებში გაშვება არ სურს - AS
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: დვალიშვილი VS სენდჰეგენი - პირისპირ დგომი შედგა

•ქართული

ქართული

VIDEO: დვალიშვილი VS სენდჰეგენი - პირისპირ დგომი შედგა
•ქართული

ქართული

დვალიშვილი: "არავის შეუძლია ჩემთვის პრობლემების შექმნა"

•ქართული

ქართული

დვალიშვილი: "არავის შეუძლია ჩემთვის პრობლემების შექმნა"
•ქართული

ქართული

ესპანეთის ნაკრების განაცხადი საქართველოსთან მატჩისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ესპანეთის ნაკრების განაცხადი საქართველოსთან მატჩისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

პარი სენ-ჟერმენს კვარაცხელიას ნაკრებში გაშვება არ სურს - AS

News image

7 სთ წინ

VIDEO: დვალიშვილი VS სენდჰეგენი - პირისპირ დგომი შედგა

News image

7 სთ წინ

დვალიშვილი: "არავის შეუძლია ჩემთვის პრობლემების შექმნა"

News image

4 სთ წინ

ესპანეთის ნაკრების განაცხადი საქართველოსთან მატჩისთვის