ბარსელონას არ სურს, რომ ლუის დე ლა ფუენტემ ლამინ იამალი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მომავალი სანაკრებო შესვენებისთვის გამოიძახოს.
ესპანური diari ARA-ს ინფორმაციით, ჰანსი ფლიკი და მისი სამწვრთნელო შტაბი ითხოვენ, რომ ლამინ იამალმა ფიზიკური მომზადება ბარსელონაში გააგრძელოს და ეროვნულ გუნდს არ შეუერთდეს.
ესპანელთა თავკაცი საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას პარასკევს გამოაქვეყნებს, სადაც კვლავაც მოსალოდნელია ბარსას მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა.
თუმცა, ბლაუგრანას სურვილია, რომ ლამინ იამალი გათავისუფლდეს, რადგან ის წინა სანაკრებო შესვენებიდან ტრავმირებული დაბრუნდა.
ამ გარემოებამ ფლიკი გააღიზიანა, რომელმაც ესპანეთის სამწვრთნელო შტაბი დაადანაშაულა, რომ ისინი „ფეხბურთელზე არ ზრუნავენ“, რადგან იამალი ნაკრებში უკვე იმყოფებოდა ისეთი სამედიცინო ანგარიშით, სადაც მის დისკომფორტზე იყო მითითებული.