ფიფას საბჭომ დაამტკიცა რეკორდული საპრიზო ფონდი - 655 მილიონი დოლარი, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდებზე გადანაწილდება. ეს 50 პროცენტით მეტია 2022 წლის კატარის ტურნირთან შედარებით.
ტურნირის გამარჯვებული 50 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც წინა ჩემპიონატზე გაცემულ 42 მილიონზე მეტია, ხოლო ფინალისტი (მეორე ადგილი) - 33 მილიონ დოლარს. მესამე ადგილზე გასულ გუნდს 29 მილიონი დოლარი ერგება, მეოთხე ადგილზე გასულს კი - 27 მილიონი, მეოთხედფინალში დამარცხებული გუნდები, თითოეული 19 მილიონ დოლარს მიიღებენ.
მერვედფინალში გამოთიშულ გუნდებს 15 მილიონი დოლარი ერგებათ, ხოლო 1/16 ფინალში (32-ეულში) გამოთიშულ გუნდებს 11 მილიონი გადაეცემათ.
ჯგუფურ ეტაპზე გამოთიშული ნაკრებები 9 მილიონ დოლარს მიიღებენ, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიცირებულ თითოეულ გუნდს დამატებით 1.5 მილიონ გადაეცემა მოსამზადებელი ხარჯებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ტურნირში მონაწილე თითოეული ქვეყანა მინიმუმ 10.5 მილიონ დოლარს მიიღებს.
ჩემპიონები: $50 მლნ.
მე-2 ადგილი: $33 მლნ.
მე-3 ადგილი: $29 მლნ.
მე-4 ადგილი: $27 მლნ.
მე-5 - მე-8 ადგილები: $19 მლნ.
მე-9 - მე-16 ადგილები: $15 მლნ.
მე-17 - 32-ე ადგილები: $11 მლნ.
33-ე - 48-ე ადგილები: $9 მლნ.