პორტუგალიელმა ლეგენდამ ლუიშ ფიგუმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.
ბარსას და რეალის ექს-ფეხბურთელის აზრით, ესპანელი მთავარ პრეტენდენტებს შორის გამორჩეულია და აშკარა ფავორიტადაც მოიაზრება.
„არ ვიცი, რამდენად მოიგებენ, იმიტომ რომ ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია. თუმცა, ცალსახაა, რომ ესპანეთი — ერთ-ერთი ის ნაკრებია, რომელსაც ჩემპიონობის უდიდესი შანსი აქვს.
პორტუგალიის მიზანი ფინალში გასვლა და გამარჯვების მოპოვებაა, სწორედ ამაზე იქნება კონცენტრირებული მთელი გუნდი.
ბრაზილიის, არგენტინის, პორტუგალიის და ესპანეთის ყველაზე მეტად მჯერა. საბოლოო ჯამში, წილისყრა — უბრალო ლატარეაა. ყველა მეტოქე უნდა დაამარცხო, რომელთანაც ჯგუფში მოხვდები, რათა მთავარ მიზანს მიაღწიო და მსოფლიო ჩემპიონი გახდე." — აღნიშნა ფიგუმ.