საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა დავის ტოპ 5-ში კვლავ ცვლილებაა.
თუ კვარამ ისრაელთან დუბლით მიქაუტაძეს გადაუსწრო და მეორეზე გავიდა, ახლა ჟორჟმა შეაგდო ორი გოლი და მეორე ადგილი დაიბრუნა.
ამ ეტაპზე მიქაუტაძის ადგილზე 23 გოლია და ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირდს, შოთა არველაძის 3 გოლით ჩამორჩება.
ტოპ 5 კი ასე გამოიყურება:
1. შოთა არველაძე — 26 გოლი (61 მატჩში)
2. გიორგი მიქაუტაძე — 23 გოლი (44 მატჩში)
3. ხვიჩა კვარაცხელია — 22 გოლი (50 მატჩში)
4. თემურ ქეცბაია — 17 გოლი (52 მატჩში)
5. ალექსანდრე იაშვილი — 15 გოლი (68 მატჩში).