VIDEO: წლის პირველი გამარჯვება ლიეტუვაში — ნაკრებმა მიქაუტაძის დუბლით მოიგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის პირველი მატჩი ლიეტუვას სტუმრად, 2:0 მოუგო.
შეხვედრა საკმაოდ დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და მისი ბედი მეორე ნახევარში, გიორგი მიქაუტაძემ გადაწყვიტა, რომელმაც ჯერ პენალტი მოიპოვა და თავადვე გაიტანა, შემდეგ კი, მატჩის მიწურულს, დუბლი მიითვალა.
შედეგად, მარტის სანაკრებო მატჩები საქართველომ ისრაელთან ფრით (2:2) და ლიეტუვასთან გამარჯვებით დასრულდა.
შემდეგ თამაშს სანიოლის გუნდი ივნისში გამართავს, თუმცა მეტოქეები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.