ბარსელონამ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ატლეტიკი 5:0 დაამარცხა.
ეს ჰანს-დიტერ ფლიკის ხელმძღვანელობით ბლაუგრანას 28-ე დიდი გამარჯვებაა 87 ჩატარებულ მატჩში.
გერმანელი სპეციალისტის პერიოდში ბარსელონამ ატლეტიკი უკვე მესამედ გაანადგურა — მანამდე ანგარიშები იყო 3:0 და 4:0.
ფლიკის გუნდმა ორჯერ დიდი ანგარიშით დაამარცხა რეალი (4:0 და 5:2), სევილია (5:1 და 4:1) და ჟირონა (ორჯერ 4:1). ვალენსიას წინააღმდეგ კი სამი გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა — 7:1, 5:0 და 6:0.
დიდი ანგარიშით მოგებული მატჩების სიაში ასევე არიან ვალიადოლიდი (7:0), ვილიარეალი (5:1), იანგ ბოიზი (5:0), ალავესი (3:0), ბაიერნი (4:1), ცრვენა ზვეზდა (5:2), ბრესტი (3:0), მალიორკა (5:1 და 3:0), ბარბასტრო (4:0), ბეტისი (5:1), რეალ სოსიედადი (4:0), ბორუსია (4:0) და ოლიმპიაკოსი (6:1).
ჰანსი ფლიკი ბარსელონას 2024 წლიდან ხელმძღვანელობს. გასულ სეზონში კატალონიურმა კლუბმა ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა.