ბარსელონას ყოფილმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით გუნდის თამაში შეაფასა.
„არ ვნანობ, რომ ბარსელონაში მივედი. ვისურვებდი, ყველაფერი სხვანაირად დასრულებულიყო, მაგრამ ჩემი მისვლის დროს ფეხბურთელები არ იყვნენ მოტივირებულები, ენთუზიაზმით სავსეები და ხელსაყრელ გარემოში. სამწუხაროდ, რეალობა დღევანდელისგან სრულიად განსხვავებული იყო.
ფეხბურთელები არიან მთავარი მოქმედი პირები. ვფიქრობ, ფლიკმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა. ის ძალიან მომთხოვნია და გუნდმა მისი მიდგომა მიიღო. ზოგჯერ ეს შეიძლება თვითმკვლელურ იდეადაც კი ჩანდეს, მაგრამ ის ბარსელონას ბევრად მეტს აძლევს, ვიდრე ართმევს. ის აშენებს ახალგაზრდა გუნდს, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება. გუნდი ძალიან ერთიანად გამოიყურება და ეს მომწონს.
ბარსელონას სამი ან ოთხი წელი დასჭირდა, რომ ჩემთან ფინანსური ვალდებულებები დაეფარა, მაგრამ ახლა ყველაფერი შესრულებულია და კლუბს ჩემ მიმართ აღარანაირი ვალი არ აქვს. ვილიარეალისგან კი თითქმის ორნახევარი წლის განმავლობაში არც ერთი გადახდა არ მიმიღია. ეს საკითხი სასამართლოში განიხილება. სასამართლოს გადაწყვეტილებასაც წელიწადნახევარი ველოდებოდი, რათა ის მივიღო, რაც მეკუთვნის“, — თქვა სეტიენმა El Larguero-ს ეთერში.
კიკე სეტიენი ბარსელონას 2020-ში წვრთნიდა, სწორედ ის იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი ბაიერნთან ლეგენდარული 2:8 მარცხის დროსაც.