რეალის მეკარემ ტიბო კურტუამ ატლეტიკოსთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბარსელონასთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე, რომელიც 11 იანვარს გაიმართება.
„ჩვენ უნდა მოვიგოთ. გასულ სეზონში მათთან ორი ფინალი წავაგეთ.
ამიტომ გამარჯვება გვინდა, თუმცა იგივე სურვილი აქვს ბარსელონასაც, რომელიც ლა ლიგის კლასიკოში დამარცხდა და რევანშს ეძებს. ეს იქნება შესანიშნავი მატჩი ორი გუნდის შორის, რომელთაც მოგება სურთ.
ძალები კარგად უნდა აღვიდგინოთ, რათა კვირას დასვენებული ფეხებით შევეცადოთ გამარჯვებას“, — თქვა ტიბო კურტუამ.
გასულ სეზონში ბარსამ რეალს როგორც ამ სუპერთასის, ისე ესპანეთის თასის ფინალში მოუგო (5:2 და 3:2).