ვინისიუს ჯუნიორს, დიეგო სიმეონესა და ჩაბი ალონსოს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ატლეტიკო – რეალის (1:2) მატჩის დროს, როცა ბრაზილიელი შეცვალეს.
ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა რეალის ვინგერს უთხრა: „უსმინე, უსმინე…“, თან ტრიბუნების სტვენაზე მიუთითა.
ბრაზილიელმა მსაჯს დაუწყო მოთხოვნა, სიმეონესთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინა: „ბარათი… აჩვენეთ ბარათი, აჩვენეთ!“ საბოლოოდ გაფრთხილება ორივემ მიიღო.
ამ მომენტში სიტუაციაში ჩაბი ალონსო ჩაერია. რეალის მთავარმა მწვრთნელმა თავისი ფეხბურთელი დაიცვა და სიმეონეს მისი ქცევის გამო დაუწყო შენიშვნის მიცემა. მისი სიტყვები Movistar-ის ტრანსლაციაში მოხვდა: „ჩოლო! ჩოლო! შენ შენს ფეხბურთელებს მიხედე, ჯანდაბა“.
ამავდროულად, ვინისიუსი ისევ აგრძელებდა სიმეონესთვის ყვითელი ბარათის მოთხოვნას, ხოლო ფედერიკო ვალვერდე ატლეტიკოს მწვრთნელთან სასაუბროდ მივიდა. თავის მხრივ, ატლეტიკოს კაპიტანი კოკე ალონსოს მიუახლოვდა, რაზეც რეალის მწვრთნელმა უპასუხა: „ის არ უნდა ერეოდეს“, სიმეონეზე მინიშნებით.
მანამდე, მატჩის მიმდინარეობისას, სიმეონესა და ვინისიუსს შორის უკვე იყო დაძაბული მომენტები. არგენტინელმა ფეხბურთელს უთხრა: „ფლორენტინო პერესი გაგაგდებს, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები“.