ატლეტიკოს ნახევარმცველი კოკე ჩატარებული მადრიდული დერბების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა.
გუშინ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში რეალმა ატლეტიკოს 2:1 მოუგო.
კოკესთვის ეს რეალის წინააღმდეგ გამართული 44-ე მატჩი იყო და მან სერხიო რამოსის რეკორდი მოხსნა.
აქამდე, 43 ჩატარებული მადრიდული დერბით ლიდერობას რამოსი და კოკე იყოფდნენ, ამიერიდან კი კოკე აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.
42 მადრიდული დერბი აქვთ ჩატარებული ლუკა მოდრიჩს, ფრანსისკო ხენტოს და მანოლო სანჩისს.