მადრიდში დიეგო სიმეონეს და ვინისიუსის დრამა გრძელდება.
შეკამათება მოედანზე - რა უთხრა სიმეონემ ვინისიუსს?
COPE-ის ინფორმაციით, ატლეტიკოს გასახდელში აცხადებენ, რომ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში რეალთან მატჩის დროს (2:1) ვინისიუს ჯუნიორი დიეგო სიმეონეს პროვოცირებას ცდილობდა, ხოლო პენალტის მოთხოვნის ეპიზოდში ატლეტიკოს სათადარიგოთა სკამსაც დასცინოდა.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელის ჟესტის შემდეგ ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა მას მიანიშნა, რომ თამაშზე კონცენტრირებულიყო. პასუხად ვინისიუსმა, სიცილით, ასე უთხრა: „დამშვიდდი, ახლა პენალტს დაგინიშნავენ".
"ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს", — ალონსომ სიმეონეს ქცევით უკმაყოფილება ვერ დამალა