ალ-ნასრის მცველმა ინიგო მარტინესმა ისაუბრა იმაზე, შესაძლებელია თუ არა მისი დაბრუნება ბარსელონაში.
„საუდის არაბეთში ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა თქვენგანი მენატრება. ბარსელონაში გატარებული გასული სეზონი ჩემი კარიერის საუკეთესო იყო“, — თქვა ფეხბურთელმა FanZone-ის გადაცემასთან ინტერვიუში.
კითხვაზე, შესაძლელებია თუ არა ინიგო მარტინესის ბარსელონაში დაბრუნება, მცველმა უპასუხა:
„არა, ეს შეუძლებელია. ჟოან ლაპორტა ვერ შეძლებს იმდენის გადახდას, რამდენსაც ახლა ვიღებ“.
გასულ ზაფხულს ესპანელმა ბარსასთან კონტრაქტი გაწყვიტა და ალ-ნასრს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.