ბარსელონა დეკემბრის პირველი ნახევრიდან შესანიშნავ სერიას აგრძელებს.
ჰანსი ფლიკის გუნდმა დღეს ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ატლეტიკი 5:0 გაანადგურა.
იქამდე, ბარსელონამ ზედიზედ ოთხი მატჩში მოიგო გოლის გაშვების გარეშე ესპანიოლთან (2:0), ვილიარეალთან (2:0), გვადალახარასთან (2:0) და ოსასუნასთან (2:0).
ბოლო გუნდი, რომელმაც ბლაუგრანას გოლი გაუტანა, აინტრახტი იყო — 9 დეკემბერს.
11 იანვარს ბარსელონა სუპერთასის ფინალში რეალს ან ატლეტიკოს დაუპირისპირდება.