ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებს ევროტურნირებზე მძიმე კვირა გამოუვიდათ — ცხრა გუნდიდან გამარჯვება მხოლოდ ერთმა მოიპოვა.
ერთადერთი გუნდი, რომელმაც 1/8 ფინალური მატჩი მოიგო, ევროპა ლიგაზე მოასპარეზე ასტონ ვილაა. ბირმინგემელებმა ლილი მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხეს.
დანარჩენი შედეგები კი ასე გამოიყურება:
ევროპა ლიგა: ნოტინგემ ფორესტი სტუმრად მიდტიულანდთან დამარცხდა (0:1).
კონფერენს ლიგა: კრისტალ პალასმა ლარნაკას აეკთან ფრე (0:0) ითამაშა.
ჩემპიონთა ლიგაზე კი ინგლისელებისთვის ნამდვილი კოშმარი კვირა იყო:
სამშაბათს: ტოტენჰემი — ატლეტიკო (2:5), ლივერპული — გალათასარაი (0:1), ნიუკასლი — ბარსელონა (1:1).
ოთხშაბათს: მანჩესტერ სიტი — რეალი (0:3), ჩელსი — პსჟ (2:5), არსენალი — ლევერკუზენი (1:1).