• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ესპანეთი პრემიერლიგის წინააღმდეგ: 400-მატჩიანი ომის დრამატული შედეგები
ფეხბურთიფეხბურთი

ესპანეთი პრემიერლიგის წინააღმდეგ: 400-მატჩიანი ომის დრამატული შედეგები

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანური დომინაცია გრძელდება: 400 მატჩი ინგლისური კლუბების წინააღმდეგ


ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი რაუნდი ესპანურ-ინგლისური დაპირისპირებების ნამდვილ ზეიმად იქცა. რეალ მადრიდისა და მანჩესტერ სიტის შეხვედრა საიუბილეო, მე-400 მატჩი გამოდგა ამ ქვეყნების გუნდებს შორის ევროთასების ისტორიაში. მადრიდული გუნდების, რეალისა და ატლეტიკოს გამარჯვებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ესპანური კლუბების უპირატესობა პრემიერლიგის გუნდებთან.

თუ მხოლოდ სამ მთავარ ტურნირს (ჩემპიონთა თასი/ლიგა, თასების მფლობელთა თასი და უეფას თასი/ევროპა ლიგა) ავიღებთ, მხარეებს შორის ფრეა : ორივე ქვეყნის ანგარიშზე 133-133 გამარჯვებაა.


თუმცა, ინგლისელებისთვის ამჯერად კოშმარული კვირა გამოდგა: ესპანელებმა ორი მოგება და ერთი ფრე მიითვალეს. საერთო ჯამში, ესპანურ კლუბებს 152 გამარჯვება დაუგროვდათ, ინგლისელებს კი - 143.


ბრძოლა თითოეული გოლისთვის


საინტერესო ვითარებაა გატანილ გოლებშიც. ევროთასებზე სულ 1081 გოლი გავიდა და აქაც ესპანელები მინიმალური უპირატესობით ლიდერობენ: 541:540-ის წინააღმდეგ. რეალ მადრიდს ინგლისელების კარში გატანილი მეასე გოლამდე მხოლოდ ერთი ბურთი აშორებს. ამ ნიშნულს აქამდე მხოლოდ ბარსელონამ (166) და მანჩესტერ იუნაიტედმა (102) გადააბიჯეს. ატლეტიკომ კი ტოტენჰემთან გატანილი ხუთი გოლით ინგლისური კლუბების წინააღმდეგ გატანილი გოლები 50-მდე გაზარდა.


ვინ არის ინგლისელების ნამდვილი რისხვა?


მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონამ ამჯერად მოგება ვერ მოიპოვა, ის კვლავ რჩება ინგლისური გუნდების მთავარ რისხვად 44 გამარჯვებით. შედარებისთვის, რეალ მადრიდს ინგლისელებთან 27 მოგება აქვს. პრემიერლიგიდან კი ყველაზე წარმატებულები მანჩესტერ იუნაიტედი (25) და ლივერპული (24) არიან.

ესპანეთმა უპირატესობა ჩემპიონთა ლიგაზეც დაიბრუნა, სადაც უკვე ერთი გამარჯვებითა (83-82) და ექვსი გოლით (310-304) უსწრებს მეტოქეს.

გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

პრემიერ ლიგა
ლა ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვის განიხილავს ტოტენჰემი ტუდორის პოტენციურ შემცვლელად?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვის განიხილავს ტოტენჰემი ტუდორის პოტენციურ შემცვლელად?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ბარსას მხსნელები არ სჭირდება“ – ფონტსა და ლაპორტას შორის დაპირისპირება პიკს აღწევს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ბარსას მხსნელები არ სჭირდება“ – ფონტსა და ლაპორტას შორის დაპირისპირება პიკს აღწევს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის ჩავარდნა ჩემპიონთა ლიგაზე: 0 მოგება და მადრიდსა და პარიზში ნაბურთავები გუნდები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის ჩავარდნა ჩემპიონთა ლიგაზე: 0 მოგება და მადრიდსა და პარიზში ნაბურთავები გუნდები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

37 წლის ვარსკვლავის დიეტა და გეგმები: სად წავა ლევანდოვსკი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

37 წლის ვარსკვლავის დიეტა და გეგმები: სად წავა ლევანდოვსკი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

09 მარ, 2026

ვის განიხილავს ტოტენჰემი ტუდორის პოტენციურ შემცვლელად?

News image

08 მარ, 2026

„ბარსას მხსნელები არ სჭირდება“ – ფონტსა და ლაპორტას შორის დაპირისპირება პიკს აღწევს

News image

11 სთ წინ

პრემიერ ლიგის ჩავარდნა ჩემპიონთა ლიგაზე: 0 მოგება და მადრიდსა და პარიზში ნაბურთავები გუნდები

News image

10 მარ, 2026

37 წლის ვარსკვლავის დიეტა და გეგმები: სად წავა ლევანდოვსკი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება