კარიმ ადეიემი ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია. ენტონი გორდონის შემდეგ, ის ბლაუგრანას ზაფხულის მეორე შენაძენია.
გერმანელმა თავდამსხმელმა მედიასთან პირველ ინტერვიუში კლუბში გადასვლის მოტივებზე, მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკზე, ლამინ იამალთან ერთად თამაშის პერსპექტივასა და თავის საბავშვო კუმირებზე ისაუბრა.
ადეიემმა განაცხადა:
მოლოდინები მაღალია. მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვუერთდები და ვიმედოვნებ, რომ მწვრთნელსა და გულშემატკივრებს დავუმტკიცებ, რომ ბარსას ფეხბურთელი ვარ.
ბარსელონაში ტრანსფერის მთავარი მამოძრავებელი ძალა ჰანსი ფლიკი იყო. ადეიემის თქმით, გერმანელ სპეციალისტთან საუბარი ძირითადად არა ტაქტიკურ დეტალებს, არამედ სრულ მზაობასა და ერთგულებას შეეხებოდა:
ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, მაგრამ პოზიციაზე არ მიკითხავს. მან მკითხა, მზად ვიყავი თუ არა, და ვუპასუხე, რომ კი, რომ ყველაფერს გავიღებდი ჩემს მხრივ. ჩემთვის ეს უზარმაზარი ნაბიჯია. ეს არის კლუბი, რომელიც არ ჰგავს არცერთ სხვა გუნდს მსოფლიოში.
როდესაც ეს ამბავი გავიგე, ვერ დავიჯერე. წინა სეზონი საუკეთესო არ მქონია. ფლიკი მხარდაჭერის მთავარი საყრდენი იყო. ისევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ჩემთვის ეს უნიკალური შანსია.
მოთამაშემ ბავშვობის კუმირებიც გაიხსენა და აღნიშნა, თუ რატომ ირჩევდა ბარსელონას თამაშების ყურებას:
ჩემთვის ბარსაში სამაგალითო ფიგურები და კუმირები არიან მესი და რონალდინიო, მიუხედავად იმისა, რომ სხვებიც ბევრნი არიან. ეს ისტორიული კლუბი მახსოვს პატარაობიდან, როცა ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ იქ წარმოუდგენელი ფეხბურთელები.
განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ახალ თანაგუნდელთან, ლამინ იამალთან სამომავლო ტანდემს. ადეიემმა ახალგაზრდა ვარსკვლავის მიმართ აღტაცება ვერ დამალა:
ვფიქრობ, ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია. შემიძლია მასთან საერთო ენა გამონახოს. ის გოლებს იტანს და ბურთი უნდა მიაწოდო. იმედი მაქვს, კარგად დავუკავშირდები მასაც და დანარჩენ ფეხბურთელებსაც.