ესპანური მედიის ცნობით, ბარსელონას ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა მსოფლიო ჩემპიონატზე მარჯვენა მუხლის ტრავმა გაირთულა.
პროგნოზები პესიმისტურია - მან შესაძლოა ოთხ თვეზე მეტი, ან სულაც ნახევარი წელი გამოტოვოს.
ფეხბურთელსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაძაბა, რაც დე იონგმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ატლეტიკოს წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში თამაშზე უარი თქვა, ექიმების ნებართვის მიუხედავად.
ბარსელონა უკმაყოფილებას გამოთქვამს ნიდერლანდების ნაკრების მიმართაც და მიიჩნევს, რომ მათ გულგრილობა გამოიჩინეს, როდესაც ტრავმირებული დე იონგი მოედანზე გაიყვანეს. თუ ნიდერლანდელი ოთხ თვეს გამოტოვებს, კლუბი ფიფასგან კომპენსაციის სახით ორ მილიონ ევროს მიიღებს.
წინა სეზონებში დე იონგს ტრავმების გამო უკვე უამრავი მატჩი გაუცდა, მათ შორის ევრო 2024-ზეც ვერ ითამაშა. ფეხბურთელს ბარსელონასთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, რომელიც მან გასულ შემოდგომას გაახანგრძლივა.