• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ლეგენდის დაბრუნება? ბუსკეტსს სამწვრთნელო კარიერის დაწყება სურს
ფეხბურთიფეხბურთი

ლეგენდის დაბრუნება? ბუსკეტსს სამწვრთნელო კარიერის დაწყება სურს

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბარსელონას შესაძლოა მალე კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესი ნახევარმცველი დაუბრუნდეს, თუმცა ამჯერად სრულიად განსხვავებულ ამპლუაში.


ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სერხიო ბუსკეტსი სამწვრთნელო საქმიანობისთვის ემზადება და უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ბარსელონასთან თავისი სამომავლო როლის შესახებ.


ბარსელონას ყოფილი კაპიტანი ბლაუგრანასთან წასვლის შემდეგაც მჭიდრო კავშირში დარჩა. მისი ბოლო ვიზიტი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე კი გულშემატკივრებში შესაძლო დაბრუნების მოლოდინს კიდევ უფრო აძლიერებს.


ეს ვიზიტი მხოლოდ სიმბოლური არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, ბუსკეტსი უკვე საფუძველს უყრის თავისი საფეხბურთო კარიერის ახალ ეტაპს.


SPORT-ის ცნობით, მსოფლიოს ჩემპიონ ნახევარმცველს სურს სამწვრთნელო განათლების მიღება სწორედ ბარსელონას აკადემიურ სისტემაში დაიწყოს და პირველი ნაბიჯები ბარსა ატლეტიკის სამწვრთნელო შტაბში გადადგას.


გამოცემა აღნიშნავს, რომ ბუსკეტსი სიუტატ ესპორტივას ეწვია. თავდაპირველად ეს ჩვეულებრივ მეგობრულ ვიზიტად მიიჩნეოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მან კლუბთან უკვე განიხილა ჯულიანო ბელეტის სამწვრთნელო შტაბში გაწევრიანების შესაძლებლობა Segunda RFEF-ის ახალი სეზონის წინ.


ბუსკეტსს არ სურს კარიერა პირდაპირ მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან დაიწყოს. მისი მიზანია, პროფესია შიგნიდან შეისწავლოს, ყოველდღიურად იმუშაოს სამწვრთნელო შტაბთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილება დააგროვოს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიბაროს საკუთარი გუნდი.


მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მას ჯერ კიდევ არ აქვს მთავარი მწვრთნელისთვის აუცილებელი ლიცენზია, ყოფილი ნახევარმცველი მოუთმენლად ელოდება სწავლების დაწყებას იმ გარემოში, რომელსაც ყველაზე კარგად იცნობს.


ბარსელონაში ბუსკეტსის სამწვრთნელო კარიერის დაწყების იდეას კლუბშიც დადებითად შეხვდნენ.


როგორც კლუბში მიიჩნევენ, ბუსკეტსის უდიდესი გამოცდილება როგორც საკლუბო, ისე საერთაშორისო დონეზე, ლა მასიადან წამოსული ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.


ამასთან, ჯულიანო ბელეტისთან ერთად მუშაობა იდეალურ საწყის ეტაპად მიიჩნევა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბარსელონა
ბუსკეტსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რომელ კლუბს ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფინალში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელ კლუბს ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფინალში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ შეიძლება, რომ ოქროს ბურთი კუბარსიმ მოიგოს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ შეიძლება, რომ ოქროს ბურთი კუბარსიმ მოიგოს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა გრინვუდის ყიდვას აპირებდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა გრინვუდის ყიდვას აპირებდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

19 ივლ, 2026

რომელ კლუბს ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფინალში?

News image

20 ივლ, 2026

რატომ შეიძლება, რომ ოქროს ბურთი კუბარსიმ მოიგოს?

News image

21 ივლ, 2026

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

News image

21 ივლ, 2026

ბარსელონა გრინვუდის ყიდვას აპირებდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება