თუკი არსებობს ორი რამ, რაც 90-იანების Adidas-ის „ოქროს ხანას“ საუკეთესოდ ასახავს, ეს ნამდვილად Predator-ის ბუცები და Equipment ხაზია.
2026 წელს გერმანული ბრენდი EQT-ის 35-ე წლისთავს განსაკუთრებული მოდელით ხვდება, სადაც წარსულის ნოსტალგია და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. ახალი Predator 26 EQT ზუსტად იმ ფილოსოფიას იმეორებს, რამაც თავის დროზე ბრენდის იდენტობა განსაზღვრა: „მხოლოდ აუცილებელი და არაფერი ზედმეტი“.
ბუცების დიზაინი შავი და საკულტო ფერების კომბინაციაა. შავი ზედაპირი იდეალური ფონია მწვანე აქცენტებისთვის, რომლებიც 90-იანების ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი იყო. დიზაინის მთავარი ვარსკვლავი კლასიკური გადაკეცილი „ენა“ და ქუსლზე დატანილი ორიგინალი „adidas EQUIPMENT“ ლოგოა, რაც მოდელს განსაკუთრებულ ავთენტურობას მატებს.

მიუხედავად რეტრო ვიზუალისა, ეს ბუცები მხოლოდ წარსულის მოგონება არ არის. მის მიღმა უახლესი Predator-ის ტექნოლოგიები იმალება, რაც მოედანზე მაქსიმალურ წარმადობას უზრუნველყოფს. Adidas-მა მოახერხა საკუთარი მემკვიდრეობის პატივისცემა ისე, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს არ ჩამორჩენოდა. ეს მოდელი მხოლოდ სპორტული ფეხსაცმელი არაა, ეს 90-იანების ფეხბურთის კულტურის თანამედროვე გაგრძელებაა.
