ტაილანდში, ნარათივატის პროვინციაში მიმდინარე საფეხბურთო მატჩზე უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა.
გოლოკის თასის ნახევარფინალის დროს სტადიონზე მეხი ჩამოვარდა, რამაც 24 წლის ფეხბურთელი, სოფვან ავაე ადგილზევე იმსხვერპლა, კიდევ 12 ადამიანი კი დაშავდა.
ინტერნეტში უკვე გავრცელდა შოკისმომგვრელი კადრები, სადაც ნათლად ჩანს ტრაგედიის მომენტი. საბედისწერო ინციდენტი 4 აგვისტოს, ძლიერი მუსონური შტორმის დროს მოხდა. დაშავებულები სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.