ლეგენდარულმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში კორნორ მაკგრეგორთან გამართული ისტორიული ჩხუბი გაიხსენა.
მან აღიარა, რომ ემოციები რომ ვერ გაეკონტროლებინა, ბრძოლაში დამარცხების რეალური საფრთხე არსებობდა.
როგორც ხაბიბმა აღნიშნა, UFC 229-ის წინ არსებული დაძაბულობისა და ირლანდიელის მხრიდან მწვავე თრეშთოქის მიუხედავად, მან ოქტაგონზე ცივი გონებით გასვლა მაინც მოახერხა:
ყველაზე ცუდია, როდესაც ემოციები ზენიტშია და შენ სრულიად კარგავ კონტროლს. უფრო სწრაფად იღლები, ნებისმიერ მახეში ეგები და ა.შ. ვიცოდი, რომ სიმშვიდე უნდა შემენარჩუნებინა და ჩემს გეგმას მივყოლოდი, მიუხედავად იმისა თუ, რა მოხდებოდა.