ისლამ მახაჩევი იენ მაჩადო გარის შვილს შეხვედრას დაჰპირდა.
როგორც ცნობილია, მებრძოლების პირველი მედია-პირისპირებისას გარის მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მახაჩევის დიდი ფანია, ჩემპიონთან ვერშეხვედრის გამო ატირდა.
მედიის დღეზე უმძიმესი წონის ჩემპიონმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის შესახებ არ იცოდა, თუმცა თქვა, რომ პატარა ფანს აუცილებლად შეხვდება და გაახარებს.
ფილადელფიაში, UFC 330-ის მთავარ ჩხუბში ისლამ მახაჩევი სატიტულო ბრძოლას გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში, დაღესტნელი მებრძოლი უმძიმეს წონაში ტიტულის დაცვასთან ერთად, ანდერსონ სილვას რეკორდსაც მოხსნის და UFC-ში ზედიზედ მოგებული 16 ჩხუბი დაუგროვდება.