მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერხიო აგუეროს აზრით, ერლინგ ჰალანდს მან სიტიში გატანილი გოლებით მისი გადასწრება შეუძლია.
„ამის დიდი იმედი მაქვს! ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ძალიან ახლოსაა ჩემს დაწევასთან, ან სულაც გადასწრებასთან. რეკორდების დამხობა ძალიან კარგი რამ არის სპორტში და იმედი მაქვს, ყველა ის გოლი, რომელსაც ის გაიტანს, მან სიტის ტიტულების მოგებაში დაეხმარება.
ვფიქრობ, მას ბევრი წარმატება ექნება გოლების და ტიტულების მხრივ. გოლები კი, თავის მხრივ, მოუტანს მას რეკორდს, რომლითაც ის სიტის ისტორიაში დარჩება.
ჩემი აზრით, ერლინგი ფენომენალურია, დიდებული ბომბარდირი. იმედი მაქვს, ის დიდი ხნით დარჩება სიტიში და კიდევ ბევრ გოლს გაიტანს." - აღნიშნა არგენტინელმა.
აგუერო მან სიტიში 2011-2021 წლებში თამაშობდა და კლუბის ისტორიაში 260 გოლით საუკეთესო ბომბარდირია. ჰალანდს 119 გოლი აქვს და ამ დროისთვის სიტის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-6 ადგილს იკავებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები