მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლამ ინგლისის თასის ნახევარფინალში მან სიტის გასვლა შეაფასა.
1/4 ფინალში ქალაქელებმა სტუმრად ბორნმუთი 2:1 დაამარცხეს.
„ზედიზედ მეშვიდე ნახევარფინალი ინგლისის თასზე. მაპატიეთ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ეს დიდებული მიღწევაა!
შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი: "ყველაფერი თქვენს ხელშია, ასე გააგრძელეთ. შემდეგ კი ნიკო ო'რაილის გამოსვლამ ნამდვილად დიდი ეფექტი მოახდინა. თუმცა, ის მარტო არ ყოფილა - ყველა მოწოდების სიმაღლეზე იყო. ძალიან, ძალიან მიხარია კვლავ თასის ნახევარფინალში გასვლა.
რა თქმა უნდა, ახალგაზრდები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს თამაშზე, მაგრამ არამარტო ახალგაზრდები - გამოცდილებიც! შეხედეთ დღევანდელ მატჩს: ბერნარდუ, გიუნდო, კევინი - ყველა საოცარი იყო." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები