მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერლინგ ჰალანდმა ბორნმუთთან სათასო მატჩში ტრავმა მიიღო.
ნორვეგიელმა თავდამსხმელმა 61-ე წუთზე ტერფის დისკომფორტი იგრძნო. ექიმებმა მისთვის დახმარების გაწევა სცადეს, თუმცა ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
თამაშის შემდეგ, ჰალანდმა მოედანი დამცავი ფეხსაცმლით და ყავარჯნებით დატოვა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ ჰალანდის ტრავმის სიმძიმეზე ვერაფერი თქვა: "ჯერ არ ვიცი. ვნახოთ." - აღნიშნა პეპმა.
ბორნმუთთან გამართულ მატჩში ჰალანდმა ჯერ პენალტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მაინც შეძლო თავის გამოჩენა, საბოლოოდ სიტიმ 2:1 მოიგო და ზედიზედ მეშვიდედ თასის 1/2 ფინალში გავიდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები