მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
FA თასის 1/4 ფინალში, ბორნმუთთან მატჩში ერლინგ ჰალანდმა დაზიანება მიიღო.
დღევანდელმა გამოკვლევებმა ნორვეგიელს ტერფის ტრავმა დაუდგინა, რომლის გამოც ფეხბურთელს დარჩენილი სეზონის უდიდესი ნაწილი გაუცდება.
ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, როდის შეძლებს ჰალანდი დაბრუნებას, თუმცა მისი ვარაუდით, ის მონაწილეობის მიღებას სეზონის დასკვნით რამდენიმე მატჩში და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე შეძლებს.
დღევანდელი გამოკვლევების შემდეგ, ჰალანდი ექიმს შეხვდება, რათა დაზიანების დეტალები უკეთ დაადგინოს და ზუსტად გაირკვეს, როდის შეძლებს ის საფეხბურთო მოედანზე დაბრუნებას.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატამდე სიტის თასის 1/2 ფინალის და პრემიერ ლიგის დარჩენილი ტურების ჩათვლით 10, მაქსიმუმ 11 თამაშის ჩატარება უწევს (თუ გუნდი თასის ფინალში გავა).
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები