UFC 329-ის სატურნირო ბადეში ცვლილება განხორციელდა.
11 ივლისს, ლას-ვეგასში გასამართი ღონისძიების პირველი ორთაბრძოლა, რომელშიც კოდი დერდენი უნდა გამოსულიყო, გადარჩა. თავდაპირველად დაგეგმილი მოწინააღმდეგის, ოდე ოსბორნის ტურნირს ჩახსნის შემდეგ, დერდენისთვის ახალი მეტოქე ალესანდრო კოსტა გახდა, რომელიც ბრძოლას ორკვირიანი გაფრთხილებით დათანხმდა.
კოდი დერდენმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ UFC-სთან ოთხბრძოლიანი ახალი კონტრაქტი გააფორმა, ბოლო რვა შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოიგო, თუმცა გასულ აპრილს ჯაფელ ფილიოს დამარცხებით წარუმატებელი სერია შეწყვიტა. მისი მეტოქე, ალესანდრო კოსტა, ამჟამად კარგ ფორმაშია და ზედიზედ ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მათ შორის მეტ შნელთან გამარჯვება ნოკაუტით.
ეს ბრძოლა UFC 329-ის წინასწარი ქარდის გახსნითი დაპირისპირება იქნება. შეგახსენებთ, რომ ტურნირის მთავარი მოვლენა კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის რემატჩია, ასევე ქარდზე ვიხილავთ გეიბლ სტევსონის დებიუტს და რობერტ უიტეკერის პირველ გამოსვლას ნახევრად მძიმე წონით კატეგორიაში.