• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
UFC ბაქო: 9 საოცარი ფინიში და გამორჩეული მომენტები
UFCUFC

UFC ბაქო: 9 საოცარი ფინიში და გამორჩეული მომენტები

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბაქოში გამართული UFC Fight Night დაუვიწყარი აღმოჩნდა.


საღამო სავსე იყო სანახაობრივი ფინიშებითა და დამაჯერებელი გამარჯვებებით. საერთო ჯამში, 13 ბრძოლიდან 9 ნაადრევად დასრულდა, დაფიქსირდა 4 საბმიშენი, მათ შორის ერთი ძალიან იშვიათი ტექნიკით.


რაფაელ ფიზიევმა მშობლიური გულშემატკივრების წინაშე ბრწყინვალედ იასპარეზა და მანუელ ტორესი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ეს გამარჯვება მისი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო მომენტად ჩაითვლება.


მეორე რაუნდის დაწყებიდან რამდენიმე წამში ფიზიევმა ტორესი სპინინგ ვილ-კიკით ძირს დასცა, შემდეგ კი შეტევა გააგრძელა და ბრძოლა 0:15-ზე დაასრულა.


ამ გამარჯვებით მან ბოლო 5 ბრძოლაში არსებული 1-4 სერია შეწყვიტა. ბრძოლის შემდეგ მან BMF-ის ტიტულზე შანსი მოითხოვა.


თანამთავარ ბრძოლაში შარა მაგომედოვმა მიშელ პერეირა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა (29-28, 29-28, 29-28).


საღამოს საუკეთესო გამოსვლისთვის განკუთვნილი $100,000-იანი ბონუსები მიიღეს: რაფაელ ფიზიევმა, ასუ ალმაბაევმა, აბდულ-რაჰმან იახიაევმა, დანიილ დონჩენკომ.


Fight of the Night ამჯერად არ დაჯილდოვდა. ამის ნაცვლად, დამატებით ხუთმა მებრძოლმა მიიღო $25,000-იანი ფინიშის ბონუსი: მატეუს კამილომ, აბუს მაგომედოვმა, ნურსულტონ რუზიბოევმა, კაან ოფლიმ და თაჰირ აბდულაევმა.


საღამოს ყველაზე გამორჩეულ მომენტებს შორის იყო ასუ ალმაბაევის Suloev Stretch ჩარლზ ჯონსონზე 0 იშვიათი და შთამბეჭდავი საბმიშენი, რომელიც UFC-ის ისტორიაში მხოლოდ მეოთხედ დაფიქსირდა.


ასევე აბდულ-რაჰმან იახიაევის ნოკაუტი 8 წამში, რომელიც საღამოს ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდად იქცა.


ფიზიევმა ბრძოლის შემდეგ ჩარლზ ოლივეირასთან BMF-ის ტიტულისთვის შეხვედრა მოითხოვა, თუმცა ამ ბრძოლის ორგანიზება მარტივი არ იქნება, რადგან ოლივეირას სურს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ UFC-ის ტიტულისთვის იბრძოლოს და ქამრები გააერთიანოს.


შარა მაგომედოვმა კი მოწინააღმდეგედ ისრაელ ადესანია დაასახელა. მისი აზრით, ამის მიღებაში ხელი არაფერი უნდა შეუშალოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ადესანიას კარიერა ბოლო პერიოდში დაღმავალ გზაზეა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

აზერბაიჯანი
MMA

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დვალიშვილი: ,,მთავარი ქამრის დაბრუნებაა"

•ქართული

ქართული

დვალიშვილი: ,,მთავარი ქამრის დაბრუნებაა"
•ქართული

ქართული

გეიჯი პოტენციურ მეტოქეებს აკვირდება

•UFC

UFC

გეიჯი პოტენციურ მეტოქეებს აკვირდება
•UFC

UFC

სკანდალური მაისური - სტრიკლენდი პორიეს დასცინის

•UFC

UFC

სკანდალური მაისური - სტრიკლენდი პორიეს დასცინის
•UFC

UFC

პიმბლეტის კომენტარი წონის მატებაზე

•UFC

UFC

პიმბლეტის კომენტარი წონის მატებაზე
•UFC

UFC

News image

26 ივნ, 2026

დვალიშვილი: ,,მთავარი ქამრის დაბრუნებაა"

News image

8 სთ წინ

გეიჯი პოტენციურ მეტოქეებს აკვირდება

News image

8 სთ წინ

სკანდალური მაისური - სტრიკლენდი პორიეს დასცინის

News image

8 სთ წინ

პიმბლეტის კომენტარი წონის მატებაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება