გიგა ჭიკაძის მეუღლემ სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა.
"G, მადლობა. ხალხმა მხოლოდ შენი გამარჯვებები და მარცხები დაინახა, მაგრამ მხოლოდ შენ, მე და ღმერთმა ვიცით, სინამდვილეში რა დაგიჯდა ეს ყველაფერი: ღამეები, როცა ტკივილს ჩუმად იტანდი, ზეწოლა, შიშები, რომლებზეც სახლში ჩვენთან არასდროს საუბრობდი.
მე ვუყურებდი, როგორ დაკარგე დედა და მაინც იპოვე ძალა, რომ ეს ტკივილი ბოღმად კი არა, სიძლიერედ გექცია.
შენ არასდროს დანებებულხარ, ერთი წამითაც კი. იბრძოდი შენი ქვეყნისთვის, შენი ოჯახისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერასდროს გაიგებენ, რამდენი რამ გაიღე მათთვის.
და მაშინაც კი, როცა არავინ გიყურებდა, ადამიანებს ეხმარებოდი, ჩუმად, კამერების გარეშე, ისე, რომ არც აღიარებას და არც მადლობას ელოდი. ვამაყობ იმ ადამიანით, როგორიც ხარ, იმ მამით, როგორიც იყავი და ხარ, და იმით, რომ მაშინაც აგრძელებდი წინსვლას, როცა ძალიან გტკიოდა.
მჯერა, რომ შენი ცხოვრების მომდევნო თავი კიდევ უფრო დიდი იქნება, არა ტიტულების გამო, არამედ იმიტომ, თუ როგორი ადამიანი ხარ მაშინ, როცა არავინ გიყურებს.
იმედი მაქვს, ერთ დღესაც შევძლებ, შენი ისტორია სრულად და ისე მოვყვე, როგორც ამას იმსახურებ.
დღეს კი უბრალოდ მინდა, მადლობა გითხრა. მე ვხედავ ყველაფერს, რასაც აკეთებ. პატივს გცემ და სამუდამოდ მეყვარები." - წერს თამუნა გაზაშვილი სოციალურ ქსელში.
გიგა ჭიკაძე UFC-ში აღარ იბრძოლებს - ორგანიზაცია 3 მებრძოლს დაემშვიდობა