კლოდ მაკელელეს მიაჩნია, რომ ოქროს ბურთი უსმან დემბელემ უნდა მოიგოს.
პსჟ-ს ვინგერი ამ სეზონში გუნდს ტრებლის მოგებაში დაეხმარა და 51 მატჩში 34 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.
- ვის მისცემდით ოქროს ბურთს?
„უსმან დემბელეს. ლამინ იამალს ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, ფრანგის კარიერა კი ბევრად ადრე დაიწყო.
ახლა ოქროს ბურთი რომ პატარა ლამინს მივცეთ... (იცინის). მან კიდევ ბევრი რამ უნდა დაამტკიცოს.
იამალს ჯერ თავი უნდა დავანებოთ, ის დიდი ტალანტია, მაგრამ ჯერ მხოლოდ ბავშვია. ნუ ეხებით მას ზედმეტად." - აღნიშნა მაკელელემ.