ბარსელონას, მან სიტის და ესპანეთის ნაკრების ექს-შემტევს, ნოლიტოს არ მოეწონა, რომ ლამინ იამალი ესპანეთის ნაკრების პრესკონფერენციაზე შეტრიალებული კეპით გამოჩნდა.
ეს ესპანეთისა და საფრანგეთის ერთა ლიგის მატჩის წინ მოხდა - მატჩისწინა პრესკონფერენციაზე 17 წლის შემტევს ქუდი უკუღმა ეხურა.
„რასაც ის ამ ასაკში ბარსელონაში აკეთებს... კლუბში მას მსოფლიოს საუკეთესოობისთვის ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი და დღეს ის ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის. 60 ათასი გულშემატკივრის წინაშე თამაში, გუნდის ლიდერობა ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე...
მამამისის ადგილზე, ამ კეპს ყურებზე წამოვარტყამდი. პირადად მე ეს არ მომწონს. ასეთი ქცევისთვის შესაბამისი ადგილი და დრო არსებობს.
ის ისეთ დიდ კლუბს წარმოადგენს, როგორიც ბარსელონაა." - აღნიშნა ნოლიტომ.
შეტრიალებული კეპით პრესკონფერენციაზე გამოცხადებისთვის ფეხბურთელი რეალის ექს-ნახევარმცველმა, გუტიმაც გააკრიტიკა.