ბარსელონამ კოპენჰაგენის და შვედეთის ნაკრების შემტევის, რონი ბარდაგჯის ტრანსფერი შეათანხმა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 2.5 მილიონ ევროს გადაიხდის და შემდგომი შესაძლო გაყიდვიდან კოპენჰაგენს თანხის 15% ეკუთვნის.
ფეხბურთელით პორტოც ინტერესდებოდა, თუმცა ბარდაგჯიმ პირადად ბარსელონაზე შეაჩერა არჩევანი.
რონი ბარდაგჯი პოზიციით მარჯვენა ვინგერია. კოპენგაჰენის მაისურით ამ სეზონში მან მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა (ჯამში 243 წუთი), რადგან თითქმის მთელი სეზონის მანძილზე მყესი ჰქონდა გაწყვეტილი.
კოპენჰაგენის პირველი გუნდის მაისურით ჩატარებულ 84 მატჩში ბარდაგჯის 15 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს გაფორმებული.