ბარსელონას ექს-ფეხბურთელს, პედრო როდრიგესს ჰკითხეს, თუ ვის მისცემდა 2025 წლის ოქროს ბურთს.
„რაღა თქმა უნდა, პირველ ადგილზე პედრის დავაყენებდი, მეორეზე - ლამინ იამალს.
სხვა კანდიდატებად დემბელეს და რაფინიას დასახელებაც შეიძლება, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ პედრიმ მოიგოს.
ჩვენთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა საფეხბურთო ელიტაში კანარელი კუნძულების მკვიდრის ხილვა, რომელიც ყოველთვის სამაგალითოა და მოედანზეც ბოლომდე იხარჯება.
ჩემი აზრით, არანაირ კითხვებს არ იწვევს ის ფაქტი, რომ პედრი თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა." - აღნშნა ლაციოს შემტევმა.