ლამინ იამალმა 400 ათას დოლარად ოქროს ჯაჭვი შეიძინა თავისი ინიციალებით.
ჯაჭვი დამზადებულია ყვითელი ოქროსგან, მორთულია ბრილიანტებითა და ძვირფასი ქვებით. მედალიონი მოთამაშის ინიციალების – LY-ის ფორმითაა შესრულებული.
ნიუ-იორკის საიუველირო მაღაზია Tajia Diamonds-მა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ბარსელონას შემტევის ახლად შეძენილი აქსესუარის ფოტოები.
მათი თქმით, ჯაჭვის ღირებულება 400,000 დოლარს შეადგენს.
„საუკეთესო ნივთი – მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშისთვის,“ – წერია Tajia Diamonds-ის კომენტარში.
