"ალავესის მოთამაშეებმაც კი თქვეს, რომ პენალტი არ იყო" - მამარდაშვილი
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში ალავესთან სტუმრად გამართული მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა დანიშნულ პენალტზე კომენტარი გააკეთა.
"მსაჯის გადაწყვეტილებს ვერ ვხვდები და ამას ვერასდროს გავიგებ. ალავესის მოთამაშეებმაც კი თქვეს, რომ ეს პენალტი არ იყო და მაინც დაინიშნა. განმეორებით ვნახე და იმავე აზრზე ვარ, რომ ეს პენალტი არ იყო.
ევროზონა? მარცხი სამწუხაროა, თუმცა ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ორი თამაში დარჩა და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ეს გუნდი არასდროს დანებდება." - განაცხადა ქართველმა მეკარემ.
ვალენსია ალავესთან 1-0 დამარცხდა. გოლი იმ პენალტის შემდეგ გავიდა, რომელიც მსაჯმა მამარდაშვილის წესების დარღვევის შემდეგ დააფიქსირა, თუმცა ამ მომენტმა ესპანურ პრესაში დავა გამოიწვია და როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებას თავად გიორგიც არ ეთანხმება.
პენალტის აკიდებისა და მარცხის მიუხედავად, ლა ლიგის ოფიციალური ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ქართველი მეკარე დასახელდა. მამარდას მატჩში 5 მოგერიება დაუგროვდა და Sofascore-ის ვერსიით, 7.6 შეფასებით თავის გუნდში საუკეთესო იყო.
ვალენსიას 36 მატჩის შემდეგ 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.