საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ოაზისის თასის ვიცე-ჩემპიონია.
ტურნირი ფლეგ-ფეხბურთში მიმდინარეობდა. ფინალი ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდთან ანგარიშით 13:29 დათმო.
ფინალში განცდილი დასანანი მარცხის მიუხედავად, ჩვენმა ბიჭებმა შესანიშნავად იასპარეზეს აბუ დაბიში და 4 თამაში მოიგეს. საქართველო ტურნირზე მიწვეული გუნდის სტატუსით მონაწილეობდა.
გუნდის საუკეთესო მოთამაშე - ლაშა უნგიაძე ტურნირის საუკეთესო შემტევ სპორტსმენად დასახელდა.
ამ ტურნირზე ასპარეზობით საქართველოს ნაკრებმა უდიდესი გამოცდილება მიიღო, რაც ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა. ევროპის ჩემპიონატი 25-27 სექტემბერს, პარიზში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ფლეგ-ფეხბურთი ოლიმპიურ სახეობად აღიარა, რომლის დებიუტიც 2028 წელს ლოს-ანჟელესის ოლიმპიურ თამაშებზე შედგება.