29 ივნისს, ლას ვეგასში საერთაშორისო საბრძოლო კვირეულის ფარგლებში UFC 317-ის ღონისძიება გაიმართება, რომელზეც ბევრ საინტერესო ბრძოლას ვიხილავთ.
ღონისძიების მთავარი და თანამთავარი დაპირისპირებები სატიტულო იქნება. მსუბუქ წონაში ვაკანტური ქამრისთვის ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა იბრძოლებენ, უმსუბუქეს დივიზიონში კი ალექსანდრე პანტოჟა ტიტულს კაი კარა-ფრანსის წინააღმდეგ დაიცავს.
ილია თოფურია - ჩარლზ ოლივეირა
ალექსანდრე პანტოჟა - კაი კარა-ფრანსი
პაულო კოშტა - რომან კოპილოვი
ბენილ დარიუში - რენატო მოიკანო
ჯონატა დინისი - ჯასტინ ტაფა
ბრენდონ როივალი - მანელ კაპე
ჯეკ ჰერმანსონი - გრეგორი როდრიგესი
ვივიან არაუხო - ტრეისი კორტესი
"მე მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი ვიქნები" - თოფურია ჩანიშნულ ბრძოლას გამოეხმაურა